ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და თავისუფლებისა და ღირსების საერთო ფასეულობებს.

„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს ხანგრძლივი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აერთიანებს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას. ჩვენ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს და უკრაინა მზად არის ამ მიმართულებით იმოძრაოს“, - ნათქვამია მილოცვაში.