-18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1768592256
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი, თუ შეთანხმება მანამდე იქნება მიღწეული.
მისივე თქმით, შეთანხმება შესაძლოა, შვეიცარიის ქალაქ დავოსში დამტკიცდეს, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი, შეიკრიბებიან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ვადაზე მეტხანს გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება უსაფრთხოების გარანტიებსა და კეთილდღეობის პაკეტზე მოლაპარაკებებისთვის.