ზაქარია წიკლაური: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებთ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ თბილისში

ზაქარია წიკლაური

ზაქარია წიკლაური, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება თბილისის უფრო მეტად გასალამაზებლად იმუშავებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებთ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ თბილისში. თბილისი უნდა გავხადოთ ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა წიკლაურმა.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.