მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში სახარებიდან ამონარიდს აზიარებს.
„ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის შვილებად იწოდებიან. მათე. 5.9“, – წერს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს, ოფიციალურად მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულება ბევრმა ლიდერმა სცადა, მაგრამ მხოლოდ მან მიაღწია წარმატებას.