ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ

ზაალ ანჯაფარიძე

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი განმარტებით, ეს ინტერესი კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს.

„ორი პარალელური სამყარო:
• ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული და იმედით ელოდება ყველა იმ პროექტს, რომელიც ამას ხელს შეუწყობს. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა.

ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ.• ტოქსიკური „ბაბლი,“ რომელიც საკუთარ წვენში იხარშება და დღეს მთელი დღე ფსევდოჟურნალისტ სანაიას დაკავებაზეა გადაგებული და ბღავის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.