ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება ცხადყოფს, რომ ისინი პოლიტიკურად არიან ჩარეულნი საქართველოს შიდა პროცესებში

ზაალ ანჯაფარიძე

ჩვენ[იგულისხმება ევროკავშირი] ვართ „მხარე“, ვუჭერთ მხარს იმათ, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურს, თუნდაც „სამოქალაქო საზოგადოება" დაირქვან და თუნდაც, ნებისმიერი სხვა სახელი. მათი სიტყვიერი მხარდაჭერა კი როგორც ვნახეთ, კონვერტირდება მათი ფულით შეძენილ რევოლუციურ ამუნიციაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში, რომ იქ „პილიგრიმობაზე" იარონ ევროპელმა ლიდერებმა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, გერმანიის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში გუნტერ კრიხბაუმის განცხადებას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მათი სიტყვიერი მხარდაჭერა უკვე გადაიქცა ფულით შეძენილ რევოლუციურ ამუნიციად, რუსთაველის გამზირის გადაკეტვად და იმ „პილიგრიმობად“ , რასაც ევროპელი ლიდერები სისტემატურად უწყობენ ხელს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარეს ვართ, მაგრამ მთავრობის ქცევა არ შეიძლება, მისაღები იყოს. ასე რომ, [სანქციების] ყველა ვარიანტი, დიახ, ყველა ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში გუნტერ კრიხბაუმმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე“.

ანუ, ჩვენ [იგულისხმება ევროკავშირი] ვართ „მხარე“, ვუჭერთ მხარს იმათ, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურს, თუნდაც „სამოქალაქო საზოგადოება“ დაირქვან და თუნდაც, ნებისმიერი სხვა სახელი. მათი სიტყვიერი მხარდაჭერა კი როგორც ვნახეთ, კონვერტირდება მათი ფულით შეძენილ რევოლუციურ ამუნიციაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში, რომ იქ „პილიგრიმობაზე“ იარონ ევროპელმა ლიდერებმა და ა.შ.

ახლა ჩვენ ვიფიქროთ, თუ რა ვქნათ... მე ვთვლი, რომ არ მოგვეშვებიან, ვიდრე საწადელს არ მიაღწევენ“, - წერს ანჯაფარიძე.