ყველა, ვინც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს, კარგად ესმის, რომ მის პოლიტიკურ წონას, მის პოლიტიკურ მასშტაბს ვერ უტოლდებიან - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ყველა, ვინც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს, კარგად ესმის, რომ მის პოლიტიკურ წონას, მის პოლიტიკურ მასშტაბს ვერ უტოლდებიან და ვერ გაუტოლდებიან" - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს არჩეული აქვს გზა, რომ "იქნებ დაარტყან სააკაშვილს და ამით რაღაც დონეზე ხმები მოიზიდონ".

მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განპირობებულია კომპლექსით. ყველა, ვინც თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს, კარგად ესმის, რომ მის პოლიტიკურ წონას, მის პოლიტიკურ მასშტაბს ვერ უტოლდებიან და ვერ გაუტოლდებიან, ამიტომაც, სამწუხაროდ, არჩეული აქვთ ეს გზა, რომ იქნებ დაარტყან სააკაშვილს, რომ რაღაც დონეზე ხმები მოიზიდონ. ეს არის წარუმატებელი სტრატეგია. რაც არის ამორალური, ნამდვილად ვერ ექნება პერსპექტივა, იმიტომ, რომ ასე პოლიტიკურ კაპიტალს, მით უმეტეს ოპოზიციაში, ისინი ვერ შექმნიან," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.