დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
გერმანიის ელჩის მიერ გავრცელებულ პოსტს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პიტერ ფიშერი, თავისი განცხადებებით, რადიკალურ დაჯგუფებას დაემსგავსა.
"ეს კაცი ჩემთვის ელჩი აღარ არის. მისი ყველა ქცევა მიანიშნებს, რომ ის არის რადიკალური ორგანიზაციის წევრი. ვიხუმრე კიდეც - ბარემ, მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა და ოფიციალურად გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციებში.
დიდი ხანია, გადააბიჯა ვენის კონვენციას, დიპლომატიის ქცევის ყველანაირ ეთიკას. ის არის რადიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი, რიგითი წევრი, რომელიც ნარატივებს იმეორებს. არავითარი შინაგანი პასუხისმგებლობა, რომ იმ ქვეყანასთან ურთიერთობა განამტკიცოს, სადაც იმყოფება მას დიდი ხანია არ აქვს.
როდესაც რამე არ აქვთ იმას გვაბრალებენ და წარმოიდგინეთ, ყულევის პორტზე რამე სერიოზული მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, პირველი რასაც გააკეთებდნენ, ამაზე იხმაურებდნენ და მტკიცებულებებს წამოწევდნენ ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი ისევ არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებებზე საუბრობს ყულევის პორტთან დაკავშირებით. პიტერ ფიშერთან მმართველ გუნდს არაერთი კითხვა აქვს. ფიშერმა დღეს სოციალურ ქსელში ყულევის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაწერა.
ელჩი კვლავ ადასტურებს მის პოზიციას, რომ ყულევი ფიგურირებდა ევროკავშირის სანქციების ოფიციალურ წინადადებაში და მის მიმართ წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებათა პაკეტი, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული წერილის შემდეგ სიიდან ამოიღეს.