1788900039
ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც გარე პატრონს აწყობს, მთავარი მიზანია გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა
დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის. ეს დავა კი იმისათვის მიმდინარეობს, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, ვინაიდან ეს, მათი აზრით, ხელს უშლის ახალგაზრდების გამოყენებას ამ პროცესში. ამიტომ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნეს და „ახალი“ დაარქვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სერიოზულად შეკრული სექტა არსებობს, რომელიც სააკაშვილის ბანერების ფრიალს თავს არანაირად არ დაანებებს.
„ზოგიერთს დამაზიანებელი სააკაშვილის ბანერი ჰგონია და ერთმანეთს გესლავენ. 40 მილიონზეა ლაპარაკი, რომელიც თურმე „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას მისცა. ერთმანეთზე ზღაპრებს ჰყვებიან, თუმცა ისეთ საკითხებს ასაჯაროვებენ, რაც ყველამ იცის. გვარამია რომ ამ პროცესების მმართველი იყო, ყველამ იცის. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გარე პატრონს აწყობს. ეს გარე პატრონი რაღაც სტანდარტებს არ ითვალისწინებს, არც ევროკავშირისას. მთავარი მიზანია, გლობალურ პროცესებში, დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა. სხვა მხრივ, ერთმანეთს ხან დაგესლავენ, ხან მოეფერებიან, ეს არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.












