1760128296
ვოლსკი ჰერჩინკის განცხადებაზე: მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა. საზოგადოებაზე გავლენის ასეთი მიმართულება აღებული აქვს ჰერჩინსკის და მათ ვინც აძლევს დავალებას, რომ არ დამთავრდეს საქართველოში დაპირისპირების პროცესი
მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა. საზოგადოებაზე გავლენის ასეთი მიმართულება აღებული აქვს ჰერჩინსკის და მათ ვინც აძლევს დავალებას, რომ არ დამთავრდეს საქართველოში დაპირისპირების პროცესი, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოს უსწრებენ.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰერჩინსკის აქვს დავალება აკეთოს მსგავსიო შინაარსის განცხადებები იმისთვის, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს მღელვარება.
„ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ელჩის განცხადებები სპეციალურად არის გაკეთებული იმისთვის და არა მარტო ელჩის განცხადებები, რომ საზოგადოება ააღელვონ. საზოგადოებაში დაპირისპირების ტალღის განვითარებისთვის არის მოწადინებული ადამიანების ეს ჯგუფი. ჩვენ უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში დავუდგებით, მოლდოველ ხალხსაც, მაგრამ ხელისუფლებები არიან ანტიქართულად განწყობილები. მიმდინარეობს სასტიკი ანტიქართული პროპაგანდა. საზოგადოებაზე გავლენის ასეთი მიმართულება მგონია, რომ აღებული აქვს ჰერჩინსკის და მათ ვინც ჰერჩინსკის აძლევს დავალებას, რომ არ დამთავრდეს საქართველოში ეს დაპირისპირების პროცესი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოზე წინ არიან. ელჩის ეს განცხადება ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკომისიის ანგარიშებს, სადაც ყველა მიმართულებით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე მნიშვნელოვნად წინ არის.











