უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ „ენერგოატომის“ კორუფციული სქემებიდან მიღებული თანხების გათეთრებაში მონაწილე ოფისის თანამშრომელი დააკავა

„ენერგოატომის“ კორუფციული სქემებიდან მიღებული თანხების გათეთრებაში მონაწილე ოფისის თანამშრომელი დააკავა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ „ენერგოატომის“ კორუფციული სქემებიდან მიღებული თანხების გათეთრებაში მონაწილე ოფისის თანამშრომელი ლუდმილა ზორინა დააკავა.

ეჭვმიტანილს გირაოს სახით 12 მილიონი გრივნა შეუფარდეს. გირაოს გადახდის შემთხვევაში ლუდმილა ზორინა პირველივე გამოძახებისთანავე უნდა გამოცხადდეს დეტექტივების, პროკურორების და სასამართლოს წინაშე და არ უნდა გავიდეს კიევისა და რეგიონის გარეთ გამოძიების ან სასამართლოს ნებართვის გარეშე.

გარდა ამისა, უნდა ჩააბაროს პასპორტი და ატაროს ელექტრონული სამაჯური.

ზორინა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ოფისის ოთხი თანამშრომლიდან ერთ-ერთია. გამოძიების თანახმად, იგი პასუხისმგებელი იყო კონტროლირებადი კომპანიების აღრიცხვაზე, დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადებაზე, მინდობილობების მონიტორინგზე და პირადად იყო ჩართული თანხების გათეთრებაში.