უნდა მოინათლოს თუ არა ბავშვი სასწრაფოდ, როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლება - ეკლესიის განმარტება
1789584607
ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
„ზედამხედველობის პროცესი დღეს ხელით მიმდინარეობს, კომპანიები მუშაობენ ამაზე, თუმცა ზედამხედველობის კომპონენტი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ეს პროცესი ითვალისწინებს მთლიანად ზედამხედველობის გაციფრულებას, როგორც საქონელსა და მომსახურებაში, ასევე სამუშაოებში. ეს გულისხმობს ყოველდღიურ ზედამხედველობას, როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ეტაპები და რა ეტაპზეა მისული. ეს იქნება საჯარო, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხელს შეუწყობს კონტროლს და ხარისხის კომპონენტების შესრულებას, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, ასევე მშენებლისთვისაც.
ეს რაიმე დამატებით დანახარჯებს არ გამოიწვევს ბიზნესისთვის. პროგრამას სრულად ჩვენ ვამზადებთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ჩავუშვათ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა გურამ დუმბაძემ.