პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
თუ ადამიანების შესაბამისი რაოდენობა იქნება, ამას აქციის ორგანიზატორები და პოლიცია ერთად გადაწყვეტენ, გადაიკეტება ქუჩაც, გამზირიც, ტროტუარიც, მოედანიც, ამის პრობლემა არ არის, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, თუ ადამიანების რაოდენობა ხელს უშლის სხვა ადამიანების გადაადგილებას და ხელოვნურად ხდება ბლოკირება ქუჩის ან ტროტუარის, პოლიციას აქვს უფლება გაფრთხილების, სხვა ადგილის და სხვა მარშრუტის შეთავაზების.
„თუნდაც მსვლელობა, რომელიც დაიგეგმება რომელიმე უწყების მიმართულებით იყოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეზღუდვა სხვა ადამიანებს გადაადგილებისას“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა.