ვხედავთ მცდელობას ჩაერიონ ქართული ეკლესიის შიდა საქმეებში და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებებზე. დარწმუნებულები ვართ, ამას ვერ მოახერხებენ - თორნიკე ფაღავა

თორნიკე ფაღავა

 ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არ არის ახალი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ქართული ეკლესიისა და წმინდა სინოდის მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

მათი განმარტებით, ოპოზიციური ფლანგი წინა წლებშიც აქტიურად ცდილობდა ზიანი მიეყენებინა კათოლიკოს-პატრიარქისთვის, ახლა კი იმავეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს (მუჯირი) წინააღმდეგ განაგრძობს.

"საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს როგორ ცდილობდნენ ისინი ილია მეორის დისკრედიტაციას, საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქების დისკრედიტაციას. ვხედავთ საქართველოს საპატრიარქოს მორიგ დისკრედიტაციას და მცდელობას, რომ ჩაერიონ ქართული ეკლესიის შიდა საქმეებში და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას ვერ მოახერხებენ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა თორნიკე ფაღავამ.

სინოდის სხდომა დღეს, 12 საათზე დახურულ ფორმატში გაიმართება, სადაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები და საორგანიზაციო საკითხები განიხილება.