VIDEO: სააკაშვილთან მიმართებაში, საკმარისი ფაქტები კი არა, ფაქტებს რა ვუყოთ, არ ვიცით, იმდენია - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ფაქტები საკმარისზე მეტია... ის საქართველოს ისტორიაში ვეღარ შევა ამ დასკვნის შემდეგ და ის ამას უნდა შეეგუოს და გამოიგლოვოს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი ფაქტები და სააკაშვილთან მიმართებაში საკმარისი ფაქტები კი არა, ფაქტებს რა ვუყოთ არ ვიცით იმდენია. ჩვენი დასკვნის პროექტი 450 გვერდს ითვლის და მე პირადად ვარ ჩართული მის რედაქტირებაში იმიტომ, რომ კითხვადი უნდა იყოს და სამართლებრივადაც გამართული, ამიტომაც ვიცი რაზე ვსაუბრობ. იქ ფაქტები ბევრია მათ შორის, აუდიო-ვიდეო მასალა... ის რომ ქუთაისი ციხე როცა გახსნა იქ რა თქვა, ასევე გლდანის ციხე რომ გახსნა ხათუნა კალმახელიძესთან ერთად იქ რა თქვა, რას და როგორ აკეთებდა და როგორ ახალისებდა ძალადობას, ამის შესახებ საერთაშორისო ანგარიშიც არსებობს და ასევე, არის სახალხო დამცველის ანგარიში ომთან დაკავშირებით - მისი განცხადებები...შესაბამისად ფაქტები საკმარისზე მეტია... ის საქართველოს ისტორიაში ვეღარ შევა ამ დასკვნის შემდეგ და ის ამას უნდა შეეგუოს და გამოიგლოვოს...“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.