ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპონირებას, ეს ჩემთვის ნამდვილად საინტერესო არ არის. მე მას არ მივიჩნევ ჩემს ოპონენტად. ოპოზიციაში შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მივიჩნევდე ჩემს ოპონენტად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მათ რიცხვში არ შედის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპონირებას, ეს ჩემთვის ნამდვილად საინტერესო არ არის. მე მას არ მივიჩნევ ჩემს ოპონენტად. ოპოზიციაში შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მივიჩნევდე ჩემს ოპონენტად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მათ რიცხვში არ შედის. რაც შეეხება მის კომისიის სხდომაზე დაბარებას — ჩვენ მის დაბარებას არ ვგეგმავთ, რადგან ის ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვინაიდან ფაქტები, რაც მან თავად შექმნა თავისი განცხადებებითა და ვოიაჟებით (ვიზიტს ვერ დავარქმევთ), გვაძლევს საკმარის მტკიცებულებებს იმისთვის, რომ დასკვნაში მოხვდეს როგორც საქართველოს სახელმწიფო საზიანოდ მოქმედი პრეზიდენტი.““, - განაცხადა წულუკიანმა.