მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დღევანდელ ურთიერთობაზე ისაუბრა.
მან მიმდინარე პროცესებს აშშ-ევროკავშირის „განქორწინება“ უწოდა.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განქორწინებას ვადევნებთ თვალს და ეს განქორწინება არის ძალიან მტკივნეული ევროკავშირისთვის იმიტომ, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ წესრიგში იყო ამერიკის შეერთებული შტატები. მთელ ამ პროცესში, ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მთლიანად ექვემდებარებოდნენ ამერიკის მმართველ ელიტებს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იმ პოლიტიკას, რომელსაც უკარნახებდა ვაშინგტონი. ამან ევროკავშირი მიიყვანა იმ შედეგებამდე, რომ მათი იდენტობა დგას რეალური საფრთხის წინაშე, მიგრანტების საკითხმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს და ევროკავშირს“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მან იაფი ენერგიის რესურსების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ხელოვნურად ჩახსნა იაფი ენერგიიდან და მწვანე პოლიტიკით მთლიანად მოუსპო იაფი ენერგიის რესურსები, რომელიც მათი ეკონომიისა და ინდუსტრიისთვის აუცილებელი იყო; ჩახსნა ასევე რუსეთიდან ევროპაში შემავალი იაფი ენერგომატარებლები და მთლიანად დააზიანა, ჩამოშალა მისი ეკონომიკა; შეიყვანა რუსეთთან ომში, ევროპის კონტინენტზე არის ომი, რომელსაც ვერაფერს უხერხებს ცალკე დარჩენილი ევროპა-უკრაინა და ახლა თვითონაც გამოეცალა ამ პროცესს.ანუ ევროკავშირი მთლიანად, გეგმაზომიერად მიიყვანა იმ კატასტროფულ შედეგამდე, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ და რომელიც კომიკური და ღიმილისმომგვრელი უფროა, ვიდრე სერიოზულად აღსაქმელი“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.