„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.
ლიპარტელიანმა ახალგაზრდებს შეხვედრაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.
„შეხვედრები შედგა, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს დასწრებისთვის, აქტიურობისთვის, მსჯელობისთვის. უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა ადგილობრივად, მუნიციპალურად, მათი ქალაქის თუ სოფლის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეს შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. პარტიის წევრები ხალხის კითხვებს უპასუხებენ.