გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
1761076740
მახარებს ის ფაქტი, რომ ეს არის ჩვენი პირველი წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვამაყობთ ქართველებით, ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობით, – ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, EMAAR ჯგუფის მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია. მოჰამედ ალაბარი ამბობს, რომ ძალიან სწორ ადგილას და სწორ დროს იწყებენ მუშაობას.
„ჩვენ ვართ წარმატებული, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ ვსწავლობთ, დღესაც ვსწავლობთ, სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს უნარი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება, შევიტანოთ წვლილი ხალხის კეთილდღეობაში, რა სამუშაო ადგილები შევქმნათ, რა სჭირდება ქვეყანას. ამაზე ვფიქრობთ ხოლმე და ეს არის განსაკუთრებული, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტი, სულ მცირე, 5%-ით იზრდება ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი განწყობით. ამას აკეთებს მესამე მხარე და არა ჩვენ. ტიპურად, ამ განვითარების პროცესში 50-100%-ით მაღლდება მოტივაცია და პროფესიული უნარებიც იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. მსოფლიო დონის ხდება. ასეთი რამ ორ თვეში ნამდვილად არ კეთდება, ასე სწრაფად ნამდვილად არ კეთდება არსად. ეს არის ქართველი დიზაინერების, ქართველი მშენებლების, ქართველი პროფესიონალების დამსახურება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ეს არის ჩვენი პირველი წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. როცა ვუყურებთ ხარისხს, რა გაკეთდა, ძალიან ვამაყობთ ამით, ძალიან ვამაყობთ ქართველებით, ძალიან ვამაყობთ თანამშრომლობით. ასეთი პროექტები კეთდება ადგილობრივი კონტრაქტორების, დიზაინერების, მშენებლების წყალობით და ამას აქვს დომინოს ეფექტი ეკონომიკაში, რადგან როდესაც ჩვენი პროექტები ხორციელდება, სხვებიც გვერთვებიან. შეიძლება, ვიღაცამ მეტი ან მსგავსი ოდენობა ჩადოს, სახელმწიფო ბიუჯეტში შედის საბიუჯეტო შემოსავლები, გადასახადები, რომლებსაც ვიხდით და გადავიხდით ამ წლების განმავლობაში, ტურისტებს მოვიზიდავთ, სამუშაო ადგილები იქმნება – 50 000 სამუშაო ადგილი მაინც შეიქმნება ამ ინიციატივის ფარგლებში. ასეთ ინიციატივას როცა ვუყურებთ, ეს არის 6,5 მილიარდი დოლარი, მაგრამ არაპირდაპირი ეფექტიც ძალიან დიდია. ექსპერტული ცოდნა არ დაიკარგება და გაზიარდება სხვებთან. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, ეს ინიციატივა. მადლობას გიხდით, რომ ეს ამოცანა დაგვაკისრეთ, ეს ჩვენთვის არის დიდი დავალება. ჩვენ, მთელი გუნდი ძალიან მოტივირებული ვართ და იმედი მაქვს, რომ ამ მდგრადი განვითარებით, ტექნოლოგიური ფაქტორებით შევქმნით რაღაც ისეთს, რომელიც იქნება ეკოლოგიურად მდგრადი, ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ეს ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ჩვენ ძალიან სწორ ადგილას, სწორ დროს ვიწყებთ მუშაობას. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, არასოდეს გიღალატებთ, არასოდეს გაგიმტყუნებთ ნდობას და იმედებს. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ დარბაზში შეიკრიბა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილი, ბიჭი მახლავს. არ ვიცი, რატომ მთხოვა, მაგრამ წამოვიდა და მისი მეგობრებიც წამოიყვანა. ცამეტივე შვილიშვილი არ ჩამომიყვანია, რადგან ამისი ადგილი არსად არ არის. ჩემი ყველაზე მოტივირებული შვილიშვილი ჩამოვიყვანე მის მეგობართან ერთად, რათა გავაცნო საქართველო. დიდი მადლობა, გაფასებთ ცამდე“, – განაცხადა EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.