ქეთი ეგიდუნაშვილის ყოფილმა ქმარმა დუმილი დაარღვია - რას ამბობს „ტიკტოკერის“ შვილის მამა
1752436406
ჩვენ ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთი მხრივ დეზინფორმაციის, მეორე მხრივ კი ძალადობის წახალისებას, - ასე ეხმაურება ევროპელების წერილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია. ის წერილის გავრცელების მიზნებზეც საუბრობს.
„ამ შემთხვევაში მიზანი მარტივი და ნათელია - ცდილობენ ყველანაირ ფასად მოახდინონ ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია და საქართველოს ხელისუფლების სათავეში იმ აგენტოკრატიული მმართველობის დაბრუნება, რომლის წარმომადგენელიც 9 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს ჩოჩია.
მანამდე 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადება ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა.