წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
უნგრეთის პრეზიდენტი უარს ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდებაზე, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაგზავნის შესახებ. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ ორბანის განმარტებით, უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს.
"დღეს წერილი მივიღე ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან. ის წერს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტი ძალიან დიდია და წევრ სახელმწიფოებს მეტი თანხის გაგზავნას სთხოვს. ეს გასაოცარია. იმ დროს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს კიდევ უფრო მეტი თანხის გაგზავნას. მთელი ეს საკითხი ცოტათი ჰგავს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს", - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.