1692302192
უნდა ითქვას საფუძველი, თუ რა განაპირობებს მის განთავისუფლებას სასჯელისგან, რომელიც აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო - გია ვოლსკი პაატა ბურჭულაძეზე
მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ, შესაძლოა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემაც აღიაროს დანაშაული და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართოს.
თანაგუნდელების და ოპოზიციური პარტიების კრიტიკისგან განსხვავებით, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერით გათავისუფლდებიან სასჯელისგან, რომელიც დამსახურებულად მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც უნდა განმარტოს, თუ რის საფუძველზე თავისუფლდება პირი სასჯელისგან, ბურჭულაძემ კი აღნიშნული სასჯელი დამსახურებულად მიიღო.
"ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა ბურჭულაძემ. სამართლებრივად ამას ვერ შევაფასებთ თავიდან ბოლომდე, მაგრამ ფაქტია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელსაც ორივე მხარემ უნდა მოაწეროს ხელი და ამ დოკუმენტში უნდა ითქვას საფუძველი, თუ რა განაპირობებს მის განთავისუფლებას ამ სასჯელისგან, რომელიც აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.












