ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

ანდრეი სიბიგა შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ში წერს და აღნიშნავს, რომ შეხვედრა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ფარგლებში გაიმართა.

"მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს.

ჩვენი საუბარი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება.

ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ სუამ-ში, და ბოლოდროინდელი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში - ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.

ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას", - წერს სიბიგა.