უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 1 500 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

კი

 უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ულიანოვსკში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

ამასთან, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ელექტრონიკის საწარმო ქარხანა „ისკრაზეც“, რომელიც საკომუნიკაციო და რადიოტექნოლოგიებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს.

აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ქალაქ ვორონეჟშიც, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ქალაქში სინთეზური რეზინის მწარმოებელი ქარხანა დაზიანდა.

✕