გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
დუმილი" ნაციონალური მოძრაობის" დროს, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რევოლუციის მცდელობები, გარე ძალების ინტერესების გატარება, - ასე აფასებს მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას.
გავრცელებულ ტექსტში საუბარია ომის 18 წლისთავის დღეებში ხელისუფლების რიტორიკაზე, რაც, მათი შეფასებით, ქვეყანას რუსული აგრესიის წინაშე დაუცველს ტოვებს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს განცხადება უპასუხისმგებლო და ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინებაა, რომელსაც საზოგადოება შესაბამის შეფასებას აძლევს. მათივე თქმით, ნაცვლად უსაფუძვლო ბრალდებისა, ქვეყნისთვის რეალურ საფრთხეს ამავე ენჯეოების მხრიდან იმ პერიოდში გამოვლენილი დუმილი, უცხოური ძალების დაკვეთების შესრულება და ხელისუფლების დამხობის მცდელობებია. ქვეყანამ კი ომი სწორედ ხელისუფლების პრინციპული პოზიციით აირიდა.
"თუკი ვინმემ მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ზიანი, იყვნენ სწორედ ის მდიდარი NGO-ები, რომლებიც აი, ამ განცხადებას ავრცელებენ. წლების განმავლობაში ეს ორგანიზაციები დაკავებული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანიებით და მოქმედებებით. ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი, როდესაც ხდებოდა ადამიანთა გატაცება, ქუჩაში ადამიანთა მკვლელობა, პატიმართა წამება, ბიზნესების დარეკეტება, ერთი სიტყვა არ ამოუღიათ, ერთი კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებიათ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და აი, ასე, ჩუმ, მორჩილ, მონურ მორჩილებაში იყვნენ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ეს NGO აგენტურა, რომლებიც მოქმედებენ და მოქმედებდნენ საქართველოში და ეწეოდნენ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, გაეცათ საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი. ის განცხადება, რომელიც გააკეთეს მათ, არის კარგი დასტური და კარგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ და როგორ მოქმედებდნენ ეს ძალები წლების განმავლობაში. ამიტომ ჯობია, რომ საკუთარ წარსულს გადახედონ და საკუთარი ცოდვები მოინანიონ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.