თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი - ჯაბა ხუბუა

ხუბუა

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. “მთელ მსოფლიოში დევნილი, ჩაგრული და კეთროვანივით განკვეთილი ებრაელობა მხოლოდ საქართველომ ჩაიკრა გულში, დღემდე ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველოში ისრაელის ელჩსა და საელჩოს კი რადგან ანდაზები ყვარებიათ (,,მეგობარი გასაჭირში იცნობაო") კიდევ ერთ ანდაზას შევახსენებდი: ,,ნამუსიც კარგი საქონელიაო!"” - წერს ხუბუა.