ცოტნე ანანიძე "ტვ პირველს": ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით

ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, "ტვ პირველის" მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, ჟურნალისტის ვარაუდი, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას დაემშვიდობება და თანამდებობას დატოვებს, არ გამართლდება.

"ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით," - წერს ანანიძე. 

✕