ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან. 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, სრულიად მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება.

“7 ნოემბერს რაც შეეხება: 7 ნოემბრის შეკრება იყო სრულიად მშვიდობიანი, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ - ეს ერთი. 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ მოროდიორული მიტაცება ამ ტელევიზიის. და ცინიკური თუ რამეა, ეს არის სწორედ 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, ეს არის მართლა ცინიკური,”- განაცხადა პრემიერმა.

✕