ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
1779532063
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ერევანში მიმდინარე "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" მერვე სამიტში დისტანციურად მონაწილეობს.
მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა. ალიევის თქმით, მან წევრებს შესთავაზა, რომ შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთი აზერბაიჯანში ჩატარდეს, რასაც მხარი სომხეთმაც დაუჭირა.
"მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა. წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ჩვენ მხოლოდ ცხრა თვეა, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებადობაა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.