1748324677
"ცეცხლს ეთამაშება" - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი "თრუს სოუშალის" საკუთარ გვერდზე პუტინის შესახებ წერს.
"ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არ ვყოფილიყავი, რუსეთს უკვე ძალიან ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდს. ის ცეცხლს ეთამაშება", - დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ტრამპის სიტყვები რამდენიმე საათში განმარტა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ტემი ბრიუსი აცხადებს, რომ შტატების პრეზიდენტს უამრავი სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ უკრაინაში სისხლის ღვრის შეწყვეტაზე იმოქმედოს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ რუსეთი ტრამპის სიტყვებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
ტრამპს პასუხობს მედვედევი. "მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის!“ - დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ "იქსზე".
მედვედევის ამ ფრაზას თავის მხრივ უპასუხა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა. "მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის მხრიდან წარუმატებელი და უგუნური განცხადებაა. ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი" - დაწერა გენერალმა კიტ კელოგმა სოციალურ ქსელ "იქსზე".