„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
1752822550
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებსმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციურმა პარტიებმაც მიმართეს. მსურველთა სიაში „გირჩის“, „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ “ პატრიოტთა ალიანსის” გარდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებსაც ვხედავთ, როგორებიცაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა “.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში დავალებებს უცხოელი პატრონებისგან ელოდებიან დირექტივების წინასწარ პროგნოზირება კი უჭირთ, რის გამოც იძულებულნი არიან თავი დაიზღვიონ, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაშიც.