წერტილი უნდა დაესვას იმ განცხადებებს, რომელიც ეხება გახარიას პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას - პაატა სალია

პაატა სალია

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა და, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში." - ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, წერტილი უნდა დაესვას იმ განცხადებებს, რაც ეხება გახარიას პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას.

"სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა და, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

წერტილი უნდა დაესვას იმ განცხადებებს, რაც ეხება გახარიას პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას. რაც შეეხება იმას, რომ დემონსტრაციის დაშლისას გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამას არ უარვყოფთ, ეს ჩვენი გამოძიების ფარგლებშიც გამოიკვეთა და სწორედ ამიტომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი პრემიერი წინააღმდეგ, 2025 წლის 12 ნოემბერს," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.