ინციდენტი თბილისის 51-ე სკოლასთან - დაკავებულია 1 პირი
1769006282
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრენლანდიის საკითხზე და ევროპასა და დანიას მკაფიო არჩევანი შესთავაზა. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მიზანი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ჩვენ გვსურს ყინულის ნაგლეჯი მსოფლიოს დაცვისთვის, ისინი [დანია] კი მას არ გვაძლევენ. ჩვენ სხვა არაფერი გვითხოვია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკას შეეძლო ამ ტერიტორიის შენარჩუნება, თუმცა ეს არ გააკეთა.
ტრამპმა პირდაპირ მიმართა დანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს.
„მათ აქვთ არჩევანი - შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება“, - აღნიშნა მან.
გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის სიძლიერის მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ „ძლიერი და დაცული ამერიკა ნიშნავს ძლიერ ნატოს“.