ტრამპი: აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ექიმებს შეატყობინებს, რომ ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის ძალიან გაზრდილ რისკთან

ჯკ

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ექიმებს შეატყობინებს, რომ ორსულობის დროს აცეტამინოფენის (პარაცეტამოლი) გამოყენება „შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის ძალიან გაზრდილ რისკთან“.

„ისინი მკაცრად გვირჩევენ, რომ ორსულობის დროს ქალებმა შეზღუდონ ტაილენოლის [პარაცეტამოლის კომერციული დასახელება] გამოყენება, თუ ეს სამედიცინო აუცილებლობით არ არის გამოწვეული“, - აღნიშნა ტრამპმა.

ექსპერტების განცხადებით, აუტიზმი მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული და მეცნიერულ წრეებში ორსულობისას ტაილენოლის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის შესახებ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.