როგორი ამინდია მოსალოდნელი ივლისის ბოლომდე - უახლესი პროგნოზი
1784906016
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ამოეფაროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, მაგრამ ეს სტანდარტი არ არის ჩვენი მოგონილი. ეს სტანდარტი დააწესა ევროპის ადამიანის უფლებათა, სტრასბურგის სასამართლომ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში, 2016 წლიდან ცდილობს, მოახდინოს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების შეურაცხყოფას, სიძულვილის ენის პროპაგანდირებას კამპანიურად და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას. აქედან გამომდინარე, ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, რომ ამოეფაროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, მაგრამ ეს სტანდარტი არ არის ჩვენი მოგონილი. ეს სტანდარტი დააწესა ევროპის ადამიანის უფლებათა, სტრასბურგის სასამართლომ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი თვალსაზრისით ბრალდება, რომელსაც ისინი აყენებენ საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ მდგენელს, რა თქმა უნდა, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში, 2016 წლიდან ცდილობს, რომ მოახდინოს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია და პოლიტიკური ტემპერატურა რაც შეიძლება მაღლა ასწიოს“, - განაცხადა ფაღავამ.