მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
1768199447
აშშ-მა დატოვა 66 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ღიად ამხელს ამ ბიუროკრატიულ ქსელს.
„ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ვენეციის კომისია, რომელიც აშშ-მა უკვე დატოვა. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ვენეციის კომისიას არაერთხელ საქართველოსთან მიმართებით გაუკეთებია არაკვალიფიციური და მიკერძოებული განცხადება თუ სამართლებრივი დასკვნა“, - აღნიშნა ფაღავამ.
ცნობისათვის, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. როგორც სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, არაეფექტიან და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული, რომლებსაც არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა ჰქონდათ და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. მარკო რუბიო ხაზს უსვამს ორგანიზაციების არაკომპეტენტურობას, დაუსაბუთებელ ხარჯებსა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებს, რაც მათი ფედერალური ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ორგანიზაციებს შორის, რომელთა წევრიც შეერთებული შტატები აღარ იქნება, ერთ-ერთი ვენეციის კომისიაცაა.