„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აფასებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანების პოლიტიკურ საქმიანობას ეხება.
„აქ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწორება სწორედ იმ სუბიექტებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებმაც მიიყვანეს იქამდე ყველაფერი, რომ პარტიამ არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.