„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ვენესუელაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა.
საიდუმლო დირექტივის შესახებ პირველად „ნიუ იორქ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზის გამო მიიღო. ტრამპის თქმით, პირველ რიგში, იმ მიზეზით, რომ ვენესუელა ათავისუფლებს დიდი რაოდენობით პატიმრებს, მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გამოსულ პირებს, რომლებიც შემდეგ აშშ-ში შედიან.
ტრამპის განმარტებით, მეორე მიზეზი ვენესუელიდან აშშ-ში შემავალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკებია, რომელთა დიდი ნაწილი ზღვით შეიტანეს.
„ვფიქრობ, ვენესუელაში ვითარება დაძაბულია“, – დასძინა ტრამპმა, თუმცა არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს სიკვდილით დასჯის უფლებამოსილება.