რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
საქმე გვაქვს საზოგადოებაში მცდარი აღქმების გავრცელების, ტირაჟირების მცდელობასთან, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრება, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს.
მისივე თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს არაკვალიფიციურობასთან.
„საქმე გვაქვს საზოგადოებაში მცდარი აღქმების გავრცელების, ტირაჟირების მცდელობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს ნორმას, რომელიც ამბობს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დგება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ქმედებისთვის, შესაბამისი დარღვევისთვის მისი ბუნებიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ორი გამოსავალია. ერთი, რომ უბრალოდ საქმე გვაქვს არაკვალიფიციურობასთან, ხოლო მეორე და ალბათ ეს კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა, საქმე შეიძლება გვქონდეს მიზანმიმართულ მცდელობასთან საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებისა და არასწორი აღქმების დანერგვისა და ტირაჟირებისა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა შეფასდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, რაც საიას თქმით, მიუთითებს, იმაზე, რომ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად. უპირატესობა კი უნდა მიენიჭოს იმ ნორმას, რომელიც პირის თავისუფლებას ნაკლებად ზღუდავს. პარლამენტის წევრები დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ არის საიას განცხადება დეზინფორმაცია.