თითქმის ყოველდღიურად გვაქვს სამუშაო შეხვედრები როგორც სამშენებლო კომპანიებთან, ისე საპროექტო და საზედამხედველო ორგანიზაციებთან, ვმსჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც წყალმომარაგების თუ სხვა სექტორებში არსებობს - გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე

"ჩვენ სამუშაო შეხვედრები თითქმის ყოველდღიურად გვაქვს როგორც სამშენებლო კომპანიებთან, ისე საპროექტო და საზედამხედველო ორგანიზაციებთან, სადაც იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ვმსჯელობთ, რაც წყალმომარაგების სექტორში და არამარტო, გვაქვს. თუმცა მხოლოდ პრობლემებზე საუბარი საკმარისი არ არის, - საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებები და დარწმუნებულები ვართ, რომ სამომავლოდ, ჩვენი უფრო მეტი ძალისხმევის შედეგად, ეს პრობლემები და გამოწვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი," - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

"ზოგადად, წყალმომარაგების სექტორი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სექტორში მოცულობითი პროექტები განხორციელდა. აუცილებელია ვთქვათ ისიც, რომ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვქონდა წყალმომარაგების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით," - განაცხადა გიორგი კობერიძემ.