„ყავა არ დალიოთ სხვის ოჯახში...“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება
1784662800
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც სამეფოს სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამის განვითარებას ითვალისწინებს და მომავალში ქვეყნის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესაძლებლობასაც შეიძლება გაუხსნას გზა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება 30-წლიან პერიოდზეა გათვლილი და მისი ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დოკუმენტის მიზანია, საუდის არაბეთის ბირთვული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წამყვანი როლი ამერიკულ კომპანიებს მიენიჭოთ და ამ სფეროში სხვა უცხოური კომპანიების მონაწილეობა შეიზღუდოს.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ შეთანხმებამ, შესაძლოა, ამერიკულ კომპანიებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს, თუმცა, ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით შეშფოთებაც გააძლიეროს.