ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
განსაკუთრებული, კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე შეიცვლება. შენარჩუნდება ის ხაზი, რომელიც ბოლო ორი წელია, ევროპის კავშირს აქვს „ქართული ოცნების“ რეჟიმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ წევრმა, თენგო კირთაძემ განაცხადა.
კირთაძეს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით.
„საბოლოო ჯამში, საქართველოში რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივით ჩანაცვლება თუ არ მოხდა, ქვეყანა ყველაფერს დაკარგავს, რაც 30 წლის განმავლობაში ევროკავშირის გზაზე აშენა“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.
ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ევროპარლამენტის დღის წესრიგში „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებული საკითხი, კირთაძემ აღნიშნა, რომ ეს თემა დღის წესრიგში იქნება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებთან.
„მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ „ბიბისის“ სიუჟეტში „კამიტის“ გამოყენებაზე მტკიცებით ფორმატში არ ყოფილა საუბარი. უბრალოდ, ვარაუდი იყო, რომ შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო „კამიტი“. მნიშვნელობა არც აქვს, რომელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ფაქტია, უპასუხისმგებლო პოლიტიკით საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემა და რისკები შეუქმნეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებთან. ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მარტივ გამოსავალს ვთავაზობ – მათ გამოძიება თუ ჩაატარეს და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ, მაშინ თვითონ მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას, საგამოძიებო ორგანოები ჩამოიყვანონ საქართველოში და მათ ყველა დოკუმენტზე წვდომა მისცენ. ამის შემდეგ კითხვებიც არ იარსებებს“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.