მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი უფლებამოსილებაც მოგვცა საქართველოს კონსტიტუციამ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია რა პროცედურით მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. შეუძლებელია უცხო ქვეყნისგან კრიტიკის საგანი გახდეს რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, თუ ამისთვის არსებობს ყველა პირობა და მტკიცებულება. უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი კრიტიკა უხეში ჩარევაა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. თვითონ ფაქტსაც კი ეწინააღმდეგებიან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მექანიზმი იქნეს გამოყენებული.
„რომელი ქვეყანა მისცემს უფლებას უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ჩაერიოს თავის საშინაო საქმეებში და მისი ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები გაასაჩივროს, ან გააპროტესტოს. ეს არის გალაშქრება ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, რასაც უკვე კარგა ხანია უნდა ხვდებოდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ დაუშვებს.
საკმარისია რა დათმობებზეც წავიდა გარკვეული საკითხების გამო და ეს დათმობები კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს მისი სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. კიდევ უფრო გამძაფრდა აგენტურის სურვილები საქართველოში და მათი პატრონებისა უცხოეთში, რომ მორიგი რევოლუცია დაეორგანიზებინათ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.