თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და შეურაცხყოფენ, მაგრამ თუ დასჭირდათ, დირექტივა მოვა და ერთობლივ ქარტიას მოაწერენ ხელს

თენგიზ შარმანაშვილი

ოპოზიციაში რეალობა ასეთია – საბოლოო დირექტივა ჯერ არ მიუღიათ, როგორ იმოქმედონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ჯერ ისევ მიშვებული არიან და საბოლოო დირექტივას ელოდებიან.

„როლებიც ბოლომდე არ აქვთ გადანაწილებული. ნახეთ, როგორ იქცევიან. როგორ იქცევიან? – ერთმანეთს ჭამენ და შეურაცხყოფენ, მაგრამ თუ დასჭირდათ, დირექტივა მოვა და ერთობლივ ქარტიას მოაწერენ ხელს. საკუთარ თავს ასეთ ტყუილებში აცხოვრობენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.