15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
საქართველოში ვერავინ დაიჯერებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მწყობრი კოალიციის და მით უმეტეს, მწყობრი მთავრობის შექმნა შეუძლიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას რამე მწყობრი გეგმა არ აქვს.
„ერთდროულად ლაპარაკობენ არჩევნებზე, შემდეგ მობილიზაციაზე და ამაში შეიძლება, არაკანონიერი ქმედებებიც შეურიონ. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში მათ წარმატება არ ექნებათ. ახალი არაფერი ხდება, ისევ უგეგმოდ არიან. ხალხის შეცდომაში შესაყვანად მხოლოდ სლოგანებს ცვლიან. უნდათ, ხალხს აჩვენონ, რომ თითქოს, გაერთიანდნენ, რაღაც მიზანი აქვთ და ამის გარშემო თანამშრომლობას იწყებენ, თუმცა ყველა ხედავს, რომ მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ და ზოგჯერ ეს ურთიერთობა უზრდელობაშიც გადადის ხოლმე. საქართველოში ვერავინ დაიჯერებს, რომ მათ მწყობრი კოალიციის და მით უმეტეს, მწყობრი მთავრობის შექმნა შეუძლიათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.