აბიტურიენტების საყურადღებოდ! - გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს
1785481538
ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.
მისი თქმით, ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ახალ საუბრობენ, რომ სხვა სახელმწიფოებმა მიიღეს ამაში მონაწილეობაო. რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა, მაგრამ რომელ სახელმწიფოებთან უნდა გვემუშავა, რომ მათ ზეგავლენა მოეხდინათ ნაურუზე, ეს ხომ ჩვენი საგარეო უწყების გადაწყვეტილებითა და შრომით ხდებოდა. ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამიტომ ამას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.