ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
1771486726
დონალდ ტრამპმა თავისი დამოკიდებულების დეკლარირება ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოახდინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას არ გააგრძელებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ფონდსა და ორგანიზაციას ბრალი დასდო, რომ უხეშად ისეთ საკითხებში ერეოდნენ, რომელშიც არ უნდა ჩარეულიყვნენ, როგორც ამერიკის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
„აშშ-ისპრეზიდენტმა USAID და NED გააუქმა, ხოლო „რადიო თავისუფლებას“ დაფინანსება შეუწყვიტა. ეს იმით დაასაბუთა, რომ ამერიკის ინტერესებში არ შედის, სხვა ქვეყნებში რევოლუციები მოახდინოს, გადატრიალება მოაწყოს. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ამ ყველაფრის ამერიკის დოქტრინაში ასახვა მოჰყვებოდა. რაც ამერიკაში ხდებოდა, ის უკვე დოკუმენტებში გადაიტანეს. შესაბამისად, მოულოდნელი არაფერია. მისასალმებელია, რომ ეს ქვეყანა აცხადებს, ინტერესი არ აქვს, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაერიოს. უკვე შეცვლილია რეალობა. ოფიციალურად ის დააფიქსირა, რასაც აკეთებს“, – განაცხად თენგიზ შარმანაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც განსაზღვრავს შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. დოკუმენტში, მათ შორის საუბარია, რომ უცხოური დახმარების არქიტექტურამ, დიდი ხანია, მიატოვა სტრატეგიული დისციპლინა და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID). დოკუმენტის მიხედვით, აშშ ათწლეულების განმავლობაში მოკავშირეებს სხვადასხვა პროგრამით ეხმარებოდა, აშშ-ის ახალი სტრატეგიით კი ეს ფინანსური რესურსები უფრო გონივრულად დაიხარჯება.