თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, საკუთარ კოლეგებს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ რეალურად დემოკრატიას ეძახის ზოგიერთი მათგანი ანტიდემოკრატიულ პროცესს.
„დემოკრატიულ პროცესს ანტიდემოკრატიულად რაცხავენ და ეს შეფასებები მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით კეთდება, მათ რა მოსწონთ პირადად. ან რა დავალება აქვთ მიღებული, ან რაში აქვთ ფული აღებული. ისმის განსხვავებული აზრიც და რაც უფრო მეტად გამოფხიზლდება შიდა პოლიტიკა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, მით უფრო წინ წამოვლენ ის ძალები, რომლებიც იტყვიან სიმართლეს, შავს დაარქმევენ შავ ფერს და თეთრი იქნება თეთრი. მაქსიმალური ობიექტურობა არცერთ საპარლამენტო სტრუქტურაში არ არის და ვერ იქნება ვერცერთ ქვეყანაში. რამდენი დეპუტატიც არის, იმდენჯერ ათჯერ მეტი აზრია ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, წლებთან ერთად უფრო ობიექტური უნდა გახდეს ევროპარლამენტი, რომელიც სამწუხაროდ დღეისათვის, ერთ დიდ, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ტაკიმასხარების შეკრებას დაემსგავსა სამწუხაროდ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.