საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1782319931
იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.