როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ანტირუსული განწყობები, მიხეილ საკაშვილს და მათ გუნდს 2008 წელს პატრონებმა აუკრძალეს, 2022 წელს კი რუსეთ-უკრაინის ომის დროს პირიქით, ისევ პატრონების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მათ ეს პირდაპირ დაევალათ, - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალთათვის, (მის წიაღში შობილი ოპოზიციისათვის) "რუსოფობია" დღეს დაკვეთილი დავალებაა და არა მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ან პატრიოტული განწყობა.
"მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების (რომელიც დღეს ოპოზიციის ბირთვია) მიერ რუსეთის მიმართ ანტი რუსული განწყობები, "რუსოფობია", ყველა თვალსაზრისით ლოგიკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ არაერთი აქტიური ნაბიჯი გადაიდგა.
2008 წლის ომის მძიმე ფონის შემდეგაც კი, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებში ანტი რუსული განწყობები არ იკითხებოდა, მაგრამ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ოპოზიციური როლიდან ამავე ხალხის მიერ, უკრაინის მიმართ პოლიტიკურად გამოვლენილი განწყობები ისეთ მასშტაბებს გასცდა, რომ ვფიქრობ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ლოგიკური ანტირუსული განწყობები, მიხეილ სააკაშვილს და მათ გუნდს 2008 წელს პატრონებმა აუკრძალეს, 2022 წელს კი, რუსეთ-უკრაინის ომის დროს პირიქით, ისევ პატრონების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მათ ეს პირდაპირ დაევალათ! 2008 წლის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ პოლიტიკური ზომიერების ფარგლებშიც კი ანტი რუსული, “რუსოფობიური” განწყობების არ გამოვლენამ და ღრმა ძილმა და 2022 წელს უკრაინისადმი ამ მხრივ უჩვეულო თავდადებამ, რა თქმა უნდა 2008 წელს მათი მდუმარება არათუ გადაფარა, არამედ ამხილა.
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი გარე ძალების აბსოლუტურ დაქვემდებარებაში იყო და ასეც რჩება. მათ დამოუკიდებლად არავითარი პოლიტიკური მანევრის უფლება არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალი, მისივე გუნდი, იმღერებს იმას რასაც დაუკვეთავენ და შეასრულებს იმას რაშიც გადაუხდიან! რუსეთ- საქართველოს ომის დროს "რუსოფობია" აკრძალული იყო! რუსეთ- უკრაინის ომის დროს "რუსოფობია" ქართული ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური დავალება და მოქმედების ძალაა! მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალთათვის, (მის წიაღში შობილი ოპოზიციისათვის) "რუსოფობია" დღეს დაკვეთილი დავალებაა და არა მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ან პატრიოტული განწყობა! ამის მძიმე, მაგრამ კარგი მაგალითი 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომია", - წერს მეგრელიშვილი.